გორის მერი - ძალიან დიდი ხანძარია, მთავარია, ჩაქრეს და მერე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი
გორის მერი - ძალიან დიდი ხანძარია, მთავარია, ჩაქრეს და მერე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ბაზრობა, რომელსაც ამ წუთებში ცეცხლი უკიდია, არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

ამასთან, მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ფართობი, სადაც ცეცხლია გავრცელებული.

„ეს ბაზრობა ახლა დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. იცით, რომ ბაზრობები არ გახსნილა. ახლა მთავარია ჩაქრეს ხანძარი. ძალიან დიდი ხანძარია, ალბათ ყველა ხედავთ. მთავარია ჩაქრეს და მერე უკვე დადგინდება მისი გამომწვევი მიზეზი. ფართობი ჯერ არ ვიცით, მეხანძრეები შიგნით არიან შესული. როდესაც ჩაქრება და გამოვლენ, ზუსტ ინფორმაციას მოგავწდით“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ბაზრობაზე ხანძარია.