გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) აუტსაიდერ ლუცკის ”ვოლინთან” გამართა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში გორელები ახალწვეულმა ნოდარ ქავთარაძემ დააწინაურა 1:0.
ცოტა ხანში გიორგი ფანცულაიამ მეორედ აიღო მეტოქეთა კარი და ”დილა” ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. უკრაინელმა ვადიმ სტრაშკევიჩმა საჯარიმო დარტყმით მხოლოდ სხვაობა შეამცირა და ”დილამ” 2:1 გაიმარჯვა.
”დილა”: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, სეზგინი, ჩადუნელი კერელეიშვილი, პავლო, სამუშია, ჯიბრინი, ფორტესი, ნიდალი, აშორტია.
შეცვლაზე: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, გოგიაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე, ნონდი, რაჟამაშვილი, ნონიკაშვილი, ქავთარაძე, ფანცულაია კოვტალიუკი.