გორის „დილამ“ უკრაინული გუნდი დაამარცხა

01:37, 14.02.2018

გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრა უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგა) აუტსაიდერ ლუცკის ”ვოლინთან” გამართა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში გორელები ახალწვეულმა ნოდარ ქავთარაძემ დააწინაურა 1:0.

ცოტა ხანში გიორგი ფანცულაიამ მეორედ აიღო მეტოქეთა კარი და ”დილა” ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. უკრაინელმა ვადიმ სტრაშკევიჩმა საჯარიმო დარტყმით მხოლოდ სხვაობა შეამცირა და ”დილამ” 2:1 გაიმარჯვა.

”დილა”: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, სეზგინი, ჩადუნელი კერელეიშვილი, პავლო, სამუშია, ჯიბრინი, ფორტესი, ნიდალი, აშორტია.

შეცვლაზე: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, გოგიაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე, ნონდი, რაჟამაშვილი, ნონიკაშვილი, ქავთარაძე, ფანცულაია კოვტალიუკი.

მსგავსი