გორში, გორიჯვრის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.