გორიჯვართან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

22:21, 23.04.2019

გორში, გორიჯვრის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი