ორკვირიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ქალთა საჩოგბურთო ნაკრების ლიდერები – ეკატერინე გორგოძე და სოფიო შაფათავა იტალიაში, სანტა მარგარიტა დი პულას ტურნირში (საპრიზო ფონდი – 25 ათასი ევრო) ჩაებნენ.
ქართველებმა საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღეს სტარტი. გორგოძემ საათსა და 35 წუთში დაამარცხა გერმანელი ლენა რუეფერი – 6:4, 6:4. შაფათავას ბრიტანელი სარა ბეთ გრეი ხვდებოდა. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ორივე სეტი იოლად მოიგო – 6:2, 6:3.
ქართველი ჩოგბურთელები ძირითად ბადეში გადავიდნენ. გორგოძე პირველ წრეში ფრანგ მანონ არკანიოლის შეხვდება, შაფათავას მეტოქე კი მერვე ნომრად განთესილი ბულგარელი ელიზა კოსტოვა იქნება.
წყვილებში შაფათავა და გორგოძე ერთად ითამაშებენ. მათ განთესვით მესამე ნომერი ერგოთ და პირველ წრეში ხორვატებს – ტენა ლუკაშსა და ანა ვრლიჩს დაუპირისპირდებიან.