კომპანია Google-მა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს Youtube-არხი დაბლოკა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად რუსეთის სახელმწიფო სათათბირო „ტელეგრამზე“ იუწყება.
„Google-მა Youtube-არხი „დუმა ტვ“ დაბლოკა. მას 145 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა და ჩვენს ვიდეოებს ჯამში 100 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდათ. ჩვენ გიზიარებდით დეპუტატების ექსკლუზიურ კომენტარებს, პლენარული სხდომების გადაცემებს და ჩვენს გადაცემებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „ტელეგრამზე“ გავრცელებული ცნობებით, ისინი „აღნიშნულისთვის მზად იყვნენ“ და რუსებს შესთავაზეს უყურონ მათ „რუთუბზე“, ასევე „ვკონტაქტესა“ და „ტელეგრამზე“.