გონიოში მაშველებმა 27 წლის მამაკაცი გადაარჩინეს [ვიდეო]
გონიოში მაშველებმა 27 წლის მამაკაცი გადაარჩინეს [ვიდეო]

მაშველებმა გონიოში, ზღვიდან 27 წლის მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა.

„ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.