გომის თემის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, პოლიცია აკონტროლებს
გომის თემის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, პოლიცია აკონტროლებს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გორის თემის სოფელ ხიდისყურის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა. 30 წლის ქალი, რომელსაც ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, ოჯახთან ერთად აგარაკზე სოფელ ხიდისყურში იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო-საოპერაციო შტაბში განუცხადეს, სოფელი არ ჩაკეტილა და დამატებითი რეგულაციები უსაფრთხოების მიზნით არის ამოქმედებული.

ამასთან, ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები იზოლაციაში იმყოფებიან. დგინდება კონტაქტები.