გომის მოსახლეობამ თბილისი-საჩხერის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.
აქციის მონაწილეები სანიაღვრე არხის გაკეთების აუცილებლობაზე საუბრობენ და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე სურამულასა და თილისმას ადიდების შედეგად, გომში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
აქციის მონაწილეები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას ითხოვენ.