გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად აიკრძალა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად აიკრძალა

იმერეთში, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა 16:30 საათიდან მოქმედებს.

„აღნიშნულ მონაკვეთზე საბაგირო გზის მადნეულის გადასაზიდი ვაგონი დაზიანდა, რომლის შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა არაუმეტეს ერთი საათისა აიკრძალება. როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.