უამინდობის გამო დაკეტილ გომბორის უღელტეხილზე გზა გაიწმინდა და საავტომობილო მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებდნენ.
კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით სარგებლობდნენ.