ვიდეოკადრები - რა ვითარებაა გომბორზე, სადაც უამინდობის გამო გადაადგილება შეზღუდულია 

კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. მობილიზებული არიან მაშველები.

საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.