გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები ავტოტრანსპორტისთვის, რომელიც გუშინ ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო დაწესდა, მოხსნილია. ამის შესახებ პირველ არხს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსის მოადგილემ თენგიზ გვერდელაშვილმა განუცხადა.

გუშინ, უღელტეხილზე გადაადგილება უკვე შუადღიდან შეუფერხებლად იყო შესაძლებელი.

„წუხელ ნალექი აღარ მოსულა და შესაბამისად, გომბორი-ვაზიანი თელავის საავტომობილო მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია“, – განაცხადა თენგიზ გვერდელაშვილმა.