გოგიტა თოდრაძე - მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება არა ცალკე ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობაზე, არამედ უმჯობესია, გავაანალიზოთ მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი
გოგიტა თოდრაძე - მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება არა ცალკე ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობაზე, არამედ უმჯობესია, გავაანალიზოთ მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიგრაციულ სტატისტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება არა ცალკე ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობაზე, არამედ უმჯობესია მიგრაციული სალდოს მაჩვენებლის, ანუ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის სხვაობის გაანალიზება.

„2021 წლის მონაცემებით, მიგრაციულმა სალდომ ქვეყანაში დაახლოებით 26 000 შეადგინა, ანუ 26 000-ით მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე შემოვიდა. რაც შეეხება გასული წლების მონაცემებს, დაახლოებით 29 000-ით განისაზღვრა მიგრაციული სალდოს მაჩვენებლი, თუმცა ჩვენ გვახსოვს 90-იანი წლები, როდესაც მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ათასსაც კი აღწევდა. მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი შედარებით მაღალი იყო 2004-2012 წლების პერიოდში, დაახლოებით 30 000-ს აღწევდა აღნიშნული მაჩვენებელი, თუმცა 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დადებითი იყო, 15 000-16 000 ფარგლებში. ანუ, ცნობილი მიზეზების გამო, უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა ამ დროს ქვეყანაში, ვიდრე ემიგრაციაში გავიდა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.