გოგიჩაიშვილმა ზუგდიდის „დინამო“ დატოვა და „გარეჯი“ ჩაიბარა #1TVSPORT
ზუგდიდის „დინამო“ 16 იანვრიდან შეიკრიბება და ცნობილი გახდება, გუნდი ახალი სეზონისთვის რა შემადგენლობით მოემზადება. თუმცა, გუნდში ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკვე მოხდა. ზუგდიდის „დინამო“ კახა გოგიჩაიშვილმა დატოვა.
„გარეჯის“ ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ახალი სეზონიდან საგარეჯოს კლუბს გაწვრთნის – კახა გოგიჩაიშვილმა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „დინამო“ ორმხრივი შეთანხმების შედეგად დატოვა.
პარალელურად, ანალოგიური რამ მოხდა საფეხბურთო კლუბ „გარეჯში“, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარმა მწვრთნელმა, თენგიზ კობიაშვილმა დატოვა, რომლის ხელშიც გუნდი მესამედან მეორე ლიგაში დაწინაურდა.
კახა გოგიჩაიშვილს მანამდე უმუშავია 35-ე სკოლაში, „ზესტაფონში“ (მწვრთნელის ასისტენტი), „დინამო თბილისში“ (ახალგაზრდული), „დინამო თბილისში“ (მთავარი გუნდი), ლანჩხუთის „გურიაში“, „ცხინვალში“, ტყიბულის „მეშახტეში“ და „მარკ სტარში“. ზუგდიდის „დინამოს“ 2019 წლიდან დღემდე წვრთნიდა.
„გარეჯმა“ 2022 წლის სეზონისთვის მზადება დღეს დაიწყო, გუნდის ახალ მწვრთნელს ასისტენტობას ნესტორ მუმლაძე და თეზი ბარამიძე გაუწევენ.