ეროვნულ ლიგა 2-ში გამოტოვებული მატჩები გაიმართა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში გამოტოვებული მატჩები გაიმართა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ში უამინდობის გამო გადადებული მესამე ტურის მატჩები გაიმართა და მოულოდნელი შედეგებიც დაფიქსირდა.

შევარდენი-დინამო (ზ) 1:0

1:0 ო. გაგნიძე (85)

„შევარდენმა“ ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა – 19 წლის ოთარ გაგნიძის ერთადერთი გოლით და ლიდერთა ჯგუფშიც აღმოჩნდა. ორივე გუნდში შვიდმა უკრაინელმა ლეგიონერმა ითამაშა.

ვიტ ჯორჯია-სპაერი 1:1

1:0 ა. ძაგანია (3), 1:1 თ. ბექაური (45)

სფფ-ს გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართულ შეხვედრაში აღსანიშნავი ის იყო, რომ „სპაერმა“ სეზონში პირველი ქულა მოიპოვა.

მერანი (თბ)-მერანი (მ) 2:1

1:0 ც. ჩიქოვანი (60-პენ), 2:0 ც. ჩიქოვანი (78), 2:1 დ. ლომთაძე (89)

მარტვილის „მერანმა“ სეზონში პირველად წააგო. მასპინძელთა 21 წლის შემტევმა ცოტნე ჩიქოვანმა „დუბლი“ შეასრულა და მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

გარეჯი-რუსთავი 1:2

0:1 ბ. მზვაკალი (45), 1:1 გ. გნაბუიუ (52), 1:2 პ. კიტეიშვილი (77)

„რუსთავი“ პატარა სენსაციის ავტორი გახდა და სტუმრად „გარეჯი“ დაამარცხა – გუნდმა სეზონში პირველი მოგება სამხრეთაფრიკელი შემტევის, ბანტუ მზვაკალის და პაატა კიტეიშვილის გოლებით იზეიმა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ფრანგი თავდამსხმელის, გი გნაბუიუს ანგარიშზეა.

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 4 12

2. დინამო (ზ) 4 7

3. მერანი (მ) 3 6

4. მერანი (თბ) 3 6

5. შევარდენი 3 6

6. რუსთავი 4 4

7. სამტრედია 3 2

8. ვიტ ჯორჯია 4 2

9. გარეჯი 3 1

10. სპაერი 3 1