გოგი გულორდავა - კომპანია „დაგი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა პირველი არხის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად
კომპანია „დაგის“ დამფუძნებელი გოგი გულორდავა აცხადებს, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს, რათა პირველი არხის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს.
გოგი გულორდავამ პირველი არხის თანამშრომლებს ტელევიზიის დაარსების 64 წლის იუბილე მიულოცა.
„ჩვენთვის უდიდესი პატივია პირველი არხისთვის ასეთი გრანდიოზული მშენებლობის შესრულება და ჩვენი კომპანია ყველაფერს ყველაფერს გააკეთებს, რათა დროულად, ხარისხიანად შესრულდეს სამუშაოები და პირნათელი ვიყოთ ქვეყნისა და პირველარხელების წინაშე“, – განაცხადა გოგი გულორდავამ.
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ აწარმოებს.