გოგა ხაინდრავა - ყველაზე დიდი იმედია ახალგაზრდა თაობა, რომელმაც არსებული პოლიტიკური წუმპე უნდა გაწმინდოს
ამ ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ მთავრობა იცვლება, მთავრობა უნდა იცვლებოდეს, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ოპონენტი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და ამიტომ სახელისუფლებო ცვლა ჩვეულებრივი ამბავია, ამის უამრავი მაგალითი არსებობს იტალიაში, გერმანიაში.
ვნებათაღელვა, რომელიც ამ პროცესებს მოჰყვება, არის ქარიშხალი ჭიქაში, როგორც წესი, გამოწვეული იმ უმეცარი პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომელიც ოპოზიციაში აღმოჩნდა. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყნის ის კი არ არის, რომ მთავრობა იცვლება, მთავრობა უნდა იცვლებოდეს, არამედ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს რეალური ოპონენტი, ეს პრობლემაა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, რადგან ის წუმპე, რომელიც ოპოზიციას ეწოდება, არანაირ ოპოზიციურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ჩვენ ამის მოწმე არაერთხელ გავხდით, მაგალითად, ის, რომ აი 15 პოლიტიკური პარტია აწყობს გამოსვლებს და ისეთი ხმამაღალი მოთხოვნები აქვთ, რომ ლამის ყურის ბარაბანი გაგისკდეს, მაგრამ რეალურად არის აბსოლუტური კრახი.
სამწუხაროდ, კერპთაყვანისმცემლობა ისევ არის, ამის შემსწრე ვიყავით ამ დღებში. ის აბსოლუტურად შემაძრწუნებელი გამოსვლები, რომლის მომსწრენი ვიყავით მიტინგის დროს მეტყველებს იმაზე, რომ არამხოლოდ პოლიტიკური კულტურა, არამედ ზოგადად სამიტინგო კულტურა არის ისეთი დაბალი, რომ შვილებისთვის თვალებში ყურება გრცხვენია იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაეცემა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ყველაზე დიდი იმედი ახალგაზრდა თაობაა. როგორც ხაინდრავა ამბობს, უფრო ყალბი ხდება იმ პოლიტიკოსების მოწოდებები, რომლებიც წლებია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობენ, თუმცა მათგან ახალი არაფერი ისმის.
მგონია, რომ ყველაზე დიდი იმედი არის ახალგაზრდა თაობა, რომელმაც უნდა შეცვალოს და გაწმინდოს პოლიტიკური წუმპე, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს აქტიური პოლიტიკოსები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მონაწილეობენ და რომელთაგანაც ახალი არაფერი არ ისმის, უფრო ყალბი ხდება ეს მოწოდებები და განცხადებები, ის მოთხოვნები, რომ ლამის დაანგრიონ ეს ქვეყანა. საერთოდ ტერმინი, რომ უნდა ჩამოიშალოს და დაინგრეს, მეტყველებს იმაზე, რომ კულტურა დაბალი ხარისხის არის“, – განაცხადა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრიბუნებთან იდგნენ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ძალადობდნენ საქართველოს მოსახლეობაზე.
„წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან, საცოდაობაა, რასაც ადგილი ჰქონდა რუსთაველზე, ეგენი ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ის, რაც ვნახეთ, იყო საცოდაობა, რა ძალისხმევა და ფინანსები დახარჯეს იმისთვის, რომ რაიმე სახის თავყრილობა მაინც მომხდარიყო. მაგალითად, ნათელაშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მას საკუთარ პარტიაში აღარ უსმენენ. ჩვენ ვხედავდით, რომ ტრიბუნაზე იდგნენ ადამიანები, სამწუხარო ამბავს ამოფარებულები, რომლებიც წლების მანძილზე ძალადობდნენ საქართველოზე და მოსახლეობაზე. ეს არის სექტა, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ არანაირი რეანიმაციის საშუალება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს და არ ექნება, ეს არის გამორიცხული.
რა ნაწილებადაც არ უნდა დაიყონ, რა სახის პლასტიკური ოპერაციებიც არ უნდა გაიკეთონ, ისინი ვერ დაბრუნდებიან. რევანშიზმით შეპყრობილი ჯგუფი, პირველი საათებიდან იდგა პარლამენტის წინ, ამიტომ ყველანაირი სიცრუე, რომ თითქოს იქ შვილმკვდარი მამების და რაღაც გამწარებული დედების მხარდასაჭერად იყვნენ, ეს იყო ფარი, ძალიან უნიჭოდ დადგმული. კრეატივი არასდროს არ ჰქონდათ, ერთადერთი იარაღი, რომელიც მათ გააჩნდათ, იყო ტერორიზმი, რომელსაც ახორციელებდნენ ხალხის მიმართ, ამის შესახებ ფილმიც მაქვს გადაღებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ჯანმრთელი პოლიტიკური გარემო არ არის, იწყება მართველი გუნდის მოდუნება.
„ეს მოდუნება ხშირად სერიოზულ პრობლემებამდე მიდის, ამ პერიოდში ვნახეთ ამ მოდუნების შედეგები, რამაც განაპირობა მთავრობის ცვლა და ეს იყო კანონზომიერი, თუ გავითვალისწინებთ ყველა მოვლენას რომლის მომსწრენიც გავხდით“, – განაცხადა ხაინდრავამ.
ასევე ძალიან ორიგინალური თვალსაზრისით, რომ პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ინდუსტრიული მემკვიდრეობის მიმართულებითაც წავედით, მოგეხსენებათ. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ინდუსტრიული კულუტრული მემკვირეობსუი ძეგლის სტატუსო, შემდგე ამს ეროვნული კატეგირია მიეჭინა. შექმნილია ამსშთაბყური და საინეტერსო ტყურისტული ინფრქქსტურუსი განვითრების გეგმა და შესაბამსინომინაციაშ შეტანის მზადება მიმდიოარეოაბს ამ ობიექტის.