გოგა ხაინდრავა - „რუსთავი 2“ წამლავს საზოგადოებას ტყუილით, სიცრუით, ძალადობით [ვიდეო]
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რუსთავი 2“ პროცესების არაობიექტურ გაშუქებაში დაადანაშაულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორ ეკა გიგაურსა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას საქმის განხილვა მიმდინარეობს, რეჟისორმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს პროცესის დაწყებამდე უთხრა, რომ მასთან კომენტარს არ გააკეთებდა.
„თქვენ არ ხართ ტელევიზია, წამლავთ საზოგადოებას ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებით, ძალადობით. გვარამია გადაიღეთ, სააკაშვილი, ვაშაძე, კაგებეს მაიორი, ისინი გადაიღეთ, თქვენთან ურთიერთობა არ მინდა“, – მიმართა გოგა ხაინდრავამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს.