გოგა ხაინდრავა - როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცრუობს, საპარლამენტო ასამბლეის 308 დეპუტატი ცილს სწამებენ პარტნიორ ქვეყანას, მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“?
გოგა ხაინდრავა - როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცრუობს, საპარლამენტო ასამბლეის 308 დეპუტატი ცილს სწამებენ პარტნიორ ქვეყანას, მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“?

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებას და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ჩანაწერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.​

„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი საჯაროდ ცრუობს, ცილს სწამებს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, როდესაც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში – 308 დეპუტატი ცრუობს, ცილს სწამებს პარტნიორ ქვეყანას, მსოფლიოს სჭირდება ასეთი „დემოკრატია“? – წერს გოგა ხაინდრავა.