გოგა ხაინდრავა - დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი უკრაინაში, ოთხი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ბედავს და ამბობს, გაჩერდით, ერთ-ერთი არის საქართველო და ჩვენი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი უკრაინაში, ჩვენ არ ვიცით მასშტაბი, რადგან ყველა გვატყუებს, დაინგრა ის ქვეყანა, გაანადგურეს უკრაინა, ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული, რომ დახოცონ ერთმანეთი, – ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრების მიმდინარეობისას განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, „ორი შმაგი იმპერია დაეტაკა ერთმანეთს, ნატო და რუსეთი“.
„ხშირად მახსენდება, რით დაიწყო ეს ცივილიზაცია, დაიწყო კოლიზეუმით, რომში ელიტა იჯდა ცოლებით და ბავშვებით, იქ ბარბაროსები იყვნენ გლადიატორები, დაიჭერდნენ, აჩვენებდნენ, მოკალი, ყვიროდნენ. დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი უკრაინაში. ჩვენ არ ვიცით მასშტაბი, რადგან ყველა გვატყუებს. მედია მსოფლიოში აღარ არსებობს. არის ნაწილი, რომელიც ცდილობს რაღაცას, მაგრამ ტრენდის ეშინია. დაინგრა ის ქვეყანა, გაანადგურეს უკრაინა. ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული, რომ დახოცონ ერთმანეთი. მთელი მსოფლიო ელიტა, დემოკრატიახუხულა თავზე ჩამონგრეული, ვითომ ლიბერალიზმით მოწამლული მსოფლიო საზოგადოება უყურებს ამას და არცერთი მათგანი, ე.წ. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი არ ამბობს, გაჩერდით. ოთხი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამას ბედავს. ჩემდა საამაყოდ, ერთ-ერთი არის საქართველო და ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოში დადის და ამბობს მშვიდობა, ხალხო, იქნებ დავამთავროთ ეს ომი. არა, ეს ომი არ დამთავრდება, რადგან ეს ორი მონსტრი ერთმანეთთან ომობს. არმაგედონი ხდება. უკრაინელები და რუსები არიან ერთი ხალხი, ერთი ფესვიდან ამოსული. კახელსა და სვანს შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე უკრაინელსა და რუსს შორის. ეს არის ცალსახა. ეს ხალხი უმოწყალოდ ხოცავს ერთმანეთს. მეორე მხარეს არის მეორე მხეცი, რომელიც ცდილობს, გაჟუჟონ ერთმანეთი. ჩვენს ხელისუფლებასაც აქვს ნაკლი, მაგრამ ერთი დიდი უპირატესობა ყველა დანარჩენ ქვეყნებთან არის ის, რომ ეს ხელისუფლება ასრულებს საკუთარი ხალხი დავალებას, ნებას და იცავს საკუთარ ინტერესებს. იცავს მშვიდობას. მარტო ის არის საკმარისი, რომ ამბობს, მშვიდობა. ერთი დღეს შეხედონ, რა ხდება იმ ქვეყანაში. სულ გვეუბნებიან, ვადაგასული ელჩი რომ არის, დიღომში რომ ზის, ამდენი ფული ჩავდეთ ქვეყანაში, ვკითხულობთ, რაში ჩადეთ, ორ რამეში – ჯარი, და ამაში ნამდვილად ჩადეს; მეორე ნაწილი წავიდა იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც არასამთავრობოები ჰქვია. როგორ შეიძლება, ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, რომელთათვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა ხაინდრავამ.