გოგა ხაინდრავა - ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე, ქართული პოლიტიკური სივრციდან მიდიან ქაჯები
გოგა ხაინდრავა - ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე, ქართული პოლიტიკური სივრციდან მიდიან ქაჯები

რამდენადაც ვიცი, ცესკო-მ ხუთ პარტიას გაუუქმა სიები, მათმა ბელადმა ნათელაშვილმა განცხადება დაწერა პარლამენტში და იმედი მაქვს, მისი მიმდევრები და თანამებრძოლები ამ გზას აირჩევენ და საქართველოს პარლამენტი გაიწმინდება ქაჯებისგან, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა,​ ქაჯებს უკან გაჰყვებიან ქაჯანები არასამთავრობო და მედია სივრციდან.

„ჩვენ ვართ იმ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, რომ ქართული პოლიტიკური სივრციდან მიდიან ქაჯები. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ და ერთმანეთით სულდგმულობენ. იქ, სადაც ქაჯები არ იქნებიან, არ იქნებიან ქაჯუნებიც. ჩვენ  ბოლო კვირებში ვხედავთ ვაქხანალიას, სამარცხვინოს. რაც ამ ქვეყანაში ხდება, ძალიან ვნებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მომავალს. ისეთი ქაჯი, როგორიც არის ჩერგოლეიშვილი, გერმანიის ელჩს შეურაცხყოფას აყენებს, ეს არის ყველა ჩვენგანის შეურაცხყოფა. ის იმ ქვეყნის ელჩია, რომელმაც 90 წლიდან გადაარჩინა შიმშილს ეს ქვეყანა, თუ ვინმე უდგას გვერდით საქართველოს მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც  იმ მთავარ ქაჯებთან უთანასწორო ბრძოლაში, რომლებიც მოსკოვში არიან და რომლებიც მართავენ ამ ქაჯებს, ისე მთელ საერთაშორისო ასპარეზზე, პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ეს არის გერმანია. ის, რაც ჩერგოლეიშვილმა დაწერა თავის სტატუსში, სადაც ახსენა გაზის კამერები, ეს არის სამარცხვინო, ეს მეტყველებს, რომ ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობთ და მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას ბნელები მართავდნენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, უბედურებაა, რომ პარტიას „ევროპული საქართველო“ ჰქვია და ყველამ იცის, რა ბნელები არიან.

„ჩერგოლეიშვილის ქმარი ისეთივე ბნელია, როგორც თავად. ის დღემდე ამ ქაჯების ოპოზიციის ერთ-ერთი ბელადია, აღარაფერს ვამბობ მედიამაჯლაჯუნებზე, მე არ ვიცი ამას როგორ იტანს ქართული საზოგადოება, რადგან რაც ახლა ხდება, აღარ ხდება ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც საერთოდ პოლიტიკურ რუკაზე არ არიან. როცა ადამიანი კარგავს თვითგადარჩენის ინსტინქტს, ეს მიუთითებს, რომ მდგომარეობა არის ძალიან სავალალო, ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით, როგორ კარგავს ქართული საზოგადოების ნაწილი ინსტინქტს, ელემენტარული სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტს. ამ ბნელმა თავყრილობებმა გააჩინა ის კატასტროფა, რომლის მომსწრე ვართ და რომელსაც ჩვენი მშობლები, ბებია- ბაბუები ეწირებიან. დღეში 40-50 ადამიანი კვდება, რადგან ეს ბნელები ბოგინობენ ამ ქვეყანაში, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ამას ბოლო მოეღო და მინდა, მჯეროდეს, რომ ისინი გაქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბოდიშია მოსახდელი იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში.

„რომელ ევროკავშირზე შეიძლება საუბარი და რომელ მომავალზე. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის სამსახურში დგას, ამას ვამბობ 15 წელია და დღეს ეს აღარავისთვის ეჭვს არ იწვევს, ვის წარმოადგენენ ეს ბნელები და რას ემსახურება ეს გაშმაგებული შეტევა დასავლეთზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, გერმანიაზე თავდასხმა, ეს ხომ ელემენტარულია. ელჩი არ წარმოადგენს საკუთარ თავს, ის წარმოადგენს ქვეყანას. როდესაც შენ ამბობ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მონაწილეობს ტყვეების გაყიდვაში და ტყვეებით ვაჭრობაში, ეს ნიშნავს, რომ ამაში მონაწილეობას აშშ. ვინ დამაჯერებს, რომ ეს არ ესმის იმას, ვინც ამას ამბობს ან იმ ბნელების თავყრილობას, რომლებიც შალიკოს ფანჩატურში იყრიან თავს. თუ იმ ქვეყნებმა ზურგი გაქციეს, მერე ერთი-ერთზე რჩები ამ გავეშებულ დათვთან, რომლის წარმომადგენლებიც არიან და ამის მშვენიერი მაგალითი იყო, რომ ვაშაძემ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ მოსკოვიდან მიიღო დავალება, მოშორდეს გემს, რომელიც იძირება.

„ის გემი რომ იძირება, ამას ყველა ხედავს, ამოწურეს მათ რესურსი და პატრონებსაც აღარ სჭირდებათ, არც იქ და არც სხვაგან. იმ მომენტიდან, როცა ეს ბნელეთი შეიკრიბა ერთად და განახორციელეს ის, რაც ქნეს, აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ პერსპექტივა ამ ფსევდოპოლიტიკურ ძალებს საქართველოში აღარ აქვთ. ჯერ გვერდზე გაწიეს და ახლა მთლიანად გააქრეს, რადგან როდის დასჭირდებათ თავისი ერთგული მსახური რუსეთის სპეცსამსახურებს, ჩვენ ამას დავინახავთ. ვაშაძე არსად არ გაქრება, მოვა დრო და გამოჩნდება ის, სადაც საჭირო იქნება იმ ძალებისთვის, ვინც მაგას მართავს. სამწუხაროდ, ამას არ ისმენს ქართული საზოგადოების ნაწილი და ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ამ ბნელებს 500 ათასი ადამიანი უჭერს მხარს და დაახლოებით 200 ათასი კი იზიარებს მათ განწყობებს. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ვინც შალიკოს ფანჩატურში არიან შეკრებილები, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.