გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გოდერძის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია სატვირთო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.