გოდერძის სათხილამურო კურორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
კურორტზე არის გონდოლასა და ბაბლის ტიპის ორი დიდი საბაგირო, 2018-2019 წლის სეზონზე კი, დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200-მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა.
ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი, გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.
სათხილამურო გზის საერთო სიგრძე რვა კილომეტრია. ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე – 2366 მეტრი.
კურორტზე, ამ ეტაპზე, არის 12 ადამიანზე გათვლილი ექვსი თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმრო.