გოდერძის სათხილამურო კურორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება

06:50, 28.12.2018

გოდერძის სათხილამურო კურორტი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

კურორტზე არის გონდოლასა და ბაბლის ტიპის ორი დიდი საბაგირო, 2018-2019 წლის სეზონზე კი, დაემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200-მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა.

ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი, გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.

სათხილამურო გზის საერთო სიგრძე რვა კილომეტრია. ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე – 2366 მეტრი.

კურორტზე, ამ ეტაპზე, არის 12 ადამიანზე გათვლილი ექვსი თანამედროვე ტიპის კოტეჯი და ერთი სასტუმრო.

მსგავსი