გლობალურმა კვლევითმა და საკონსულტაციო ჯგუფმა „ეისითიმ“ ქვებრენდის პრეზენტაცია გამართა
გლობალურმა კვლევითმა და საკონსულტაციო ჯგუფმა „ეისითიმ“ ქვებრენდის პრეზენტაცია გამართა

გლობალურმა კვლევითმა და საკონსულტაციო ჯგუფმა „ეისითიმ“ ქვებრენდის პრეზენტაცია გამართა. „ეისითი იმპაქტ“ – ასე ჰქვია ახალ კომპანიას, რომელიც საკონსულტაციო სფეროში ახალი პროდუქტების დანერგვას გეგმავს.

ბრენდის საქმიანობა ძირითადად განვითარების პროექტებზე იქნება ფოკუსირებული და ისეთ სერვისებს მოიცავს, როგორებიცაა სოციალური, ასევე ბიზნესისა და გენდერის კვლევები, მონიტორინგი და შეფასება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და სხვა.

პროექტის პრეზენტაციას ბიზნესის სფეროს, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია„ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით.