„გლობალ თაიმსი“ - ჩინეთი და საფრანგეთი პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სასარგებლო, ეკონომიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას
ჩინეთი და საფრანგეთი პირობას დებენ, რომ გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ სასარგებლო, ეკონომიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას. ინფორმაციას „გლობალ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ორი ქვეყანა გააგრძელებს ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებას.
შაბათს, პეკინში გამართული ჩინეთ-საფრანგეთის მე-9 მაღალი დონის ეკონომიკური და ფინანსური დიალოგის დროს მხარეებმა მიაღწიეს კონსენსუსს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში.
ორი ქვეყნის წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობაზე. მათი თქმით, მონაცემთა რეგულირება უნდა იყოს პროგნოზირებადი და მისი ხარჯები უნდა იყოს მართვადი.