თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ორი ავტომობილი დააზიანა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქართველოში დღეს ძლიერი ქარია. როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება.