თბილისში, გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა გლდანის მე-7 მკ/რნ-ში მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.