გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

22:56, 20.06.2018

თბილისში, გლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა გლდანის მე-7 მკ/რნ-ში მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი