გლდანში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია ორი საცხოვრებელი ბინა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე მოხუცი ქალი იმყოფებოდა, რომლის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს. კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.