გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო, გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი.