გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში მთის ნაწილი ჩამოიშალა [ვიდეო]

გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში, ხევძმარის ხევის ადიდების გამო, გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ​ადგილზე ​გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

​მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ხვადაგიანი.