გლდანში ექსპერტ-კრიმინალისტებმა ავტომობილი შეამოწმეს, საიდანაც სავარაუდოდ ჩხრეკის დაწყებამდე ერთი პირი გაიქცა
გლდანში ექსპერტ-კრიმინალისტებმა ავტომობილი შეამოწმეს, საიდანაც სავარაუდოდ ჩხრეკის დაწყებამდე ერთი პირი გაიქცა

თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, სადაც სამართალდამცველები დაკავების ოპერაციას ატარებენ, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გაჩერებულია მანქანა, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა შეამოწმეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ავტომანქანიდან გაიქცა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს.

შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ერთი პირის დაკავების ღონისძიება, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა. დეტალებს უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ტერიტორია შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით, ამ დროისთვის კი ლენტი მოხსნილია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობას განაგრძობენ.