გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.