გლდანისა და სამგორის რაიონების მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, გლდანსა და სამგორის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და სოფელი გლდანის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის და შუამთის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში.“