გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 30 მარტს გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქერჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციისა და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.