კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებში, ვარდისუბნის N1-თან გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში:
ვარდისუბნის ქუჩას N1-დან79-მდე, N2-დან 64-ის ჩთ, ვარდისუბნის I,II,III შესახვევს; ვარდისუბნის I, II, III, IV, V, VI, VII, VIII ჩიხებს; ჩიხორას ქუჩას თავისის ჩიხით ; ხრესილის ქუჩას თავისი ჩიხით; თერგის ქუჩას თავისი ჩიხით; ბორითის ქუჩა; ბოლნისის ქუჩა თავისი ჩიხით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.