გლდანის N10 საარჩევნო ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 8 800-მა მოქალაქემ გააკეთა
გლდანის N10 საარჩევნო ოლქში 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 8 800-მა მოქალაქემ გააკეთა.
გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, რაიმე მნიშვნელოვანი სახის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ცნობით, ყველა უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, 08:00 საათზე კი მოქალაქეებმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება დაიწყეს.
სულ გლდანის ოლქში 144 ათასზე მეტი მოქალაქე აძლევს ხმას. ოლქში 112 უბანია გახსნილი, აქედან ორი კი ე.წ. დახურული უბანია.