გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის სოკო და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს „გია კონსტრაქშენ“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 133 447 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.