გლდანის განახლებული პარკი დღეს საზეიმოდ გაიხსნება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პარკის გახსნასთან დაკავშირებით 18:00 საათიდან დაიწყება საბავშვო პროგრამა, ხოლო 20:00 საათიდან კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. როგორც საბავშვო პროგრამაში ჩართვა, ისე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
ახლად რეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი; მოეწყო ველობილიკი, ასევე, განახლდა გარეგანათების და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ ღამით გლდანის პარკიდან ფეისბუქჩართვისას ადგილზე განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა და მოქალაქეები პარკის გახნის ღონისძიებაზე მიიწვია.