გიული ალასანია - ომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა
გიული ალასანია - ომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა

მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება, – „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კიევში სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის.

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემს შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ციხეში? ესაა კითხვა. საქმე ისაა, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ის ისჯება. ომის დასრულების შემდეგ მან მიიღო პუტინის მუქარა, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინაში და მსოფლიოში. ევროპარლამენტში, ლიეტუვაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის მოლდოვისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ არის. მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს, რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს. მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.