გიული ალასანია - გაოგნებული ვარ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებით, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ცივილიზაციაზე
გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ცივილიზაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, ასეთი სახის აქციები ყველასთვის მიუღებელია.
„საერთოდ გაოგნებული ვარ პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებით, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს, ვერ გავიგე. სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ხელშეუხებელია და რა მოაწყვეს იქ, ვერ გავიგე, ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაცა საეჭვო ხალხი რომ მივიდა და „მოკალი“, „მოკალი“ იძახეს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდაც ცივილიზაციაზე. ასეთი აქციები ყველასთვის მიუღებელია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.