გიტანას ნაუსედა - ვგმობთ 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან.
„დღეს უკრაინა საკუთარ თავისუფლებას იგივე აგრესორისგან იცავს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“, – წერს გიტანას ნაუსედა.