გიტანას ნაუსედა – ვგმობთ 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ლიეტუვა გმობს 15 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან.
„დღეს უკრაინა საკუთარ თავისუფლებას იგივე აგრესორისგან იცავს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან“, – წერს გიტანას ნაუსედა.
Lithuania condemns Russia’s occupation of Georgia’s territory 15 years ago.
We have always supported 🇬🇪sovereignty&territorial integrity.
Today,🇺🇦 is defending its freedom from the same aggressor. We call on Russia to withdraw its forces from territories of Georgia and Ukraine.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) August 7, 2023