გიტანას ნაუსედა - საქართველო ეკუთვნის ევროპას, საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, ის წაართვას
გიტანას ნაუსედა - საქართველო ეკუთვნის ევროპას, საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, ის წაართვას

საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას მათ ის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.

„მე მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა თავის ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას მათ ის“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.