გიტანას ნაუსედა – საქართველო ეკუთვნის ევროპას, საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, ის წაართვას
საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას მათ ის, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
„მე მტკიცედ ვგმობ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროევროპელ დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებს. საქართველოს მთავრობა თავის ქვეყანას უკუსვლისკენ უბიძგებს და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ეკუთვნის ევროპას. საქართველოს მოსახლეობამ ევროპული მომავალი აირჩია და არავის აქვს უფლება, წაართვას მათ ის“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
I strongly condemn violent attacks on pro-European protesters by Georgian authorities.🇬🇪 government is pushing the country into a backslide& undermining its 🇪🇺 perspective. #Georgia belongs in Europe.🇬🇪 people chose European future& nobody has the right to take it away from them.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 2, 2024