გიტანას ნაუსედა - ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი, არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით
არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით“, – წერს ნაუსედა.