გიტანას ნაუსედა – ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი, არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით
არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით“, – წერს ნაუსედა.
Dear Georgian people, we hear you & stand with you in your struggle for the European future of #Georgia.
Nobody has the right to take your European dream away.
Nobody has the right to silence the will of the people to live by 🇪🇺 values.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 14, 2024